ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო გაიმართა

16 ივლისი, 2019

 ქ. საგარეჯოში, სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ-ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად - მისი მოადგილე-გივი მეტრეველი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი-რომან მუჩიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, მისი მოადგილეები-ალექსი გილაშვილი, შოთა კაკაბაძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე-ოთარ ჩალათაშვილი, მისი მოადგილე-ლელა მარიდაშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას უძღვებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი-ნათია ტატიშვილი.
საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა 2019 წელს კახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტების განხორციელების ეტაპები განიხილეს.
სხდომაზე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე მუნიციპალიტეტის და მათ შორის-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დამატებითი საპროექტო წინადადებები და რეგიონული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის ანგარიში.
სხდომის ფარგლებში, აქცენტები გაკეთდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებზე: სტიქიის პრევენცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტები.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსით, 2014 წლის ბოლოს, რეგიონებში ჩამოყალიბდა სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოები, რომლის მიზანია რეგიონის განვითარების ხელშეწყობა.

გააზიარე