ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა
#ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა!
მედიკამენტების შესაძენად მოსახლეობის დანახარჯების
შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ აამოქმედა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც
ითვალისწინებს 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო
35 დასახელების მედიკამენტის მნიშვნელოვანი ოდენობით დაფინანსებას.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნული პროგრამის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, მისი მოადგილეები-ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე, მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მათი თანამშრომლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. შეხვედრას უძღვებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი- ბენედიქტე (ბენო) გეგეჭკორი და მაია ჭვრიტიძე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია, გაიზარდოს
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მოსახლეობამ იზრუნოს
საკუთარ ჯანმრთელობაზე ფინანსური ბარიერების გარეშე.
#პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს:
• გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
• შაქრიანი
• დიაბეტი (ტიპიII);
• ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
• ეპილეფსია;
• პარკინსონის
• დაავადება.
#ვინ არის პროგრამის მოსარგებლე და რა რაოდენობის დაფინანსება ვრცელდება მათზე
პროგრამის ფარგლებში?
• სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
• მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი;
• მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები,
• შშმ ბავშვები;
• პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;
• ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.
როგორ ვისარგებლო პროგრამით?
1. მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გადმოგცემთ ცნობას
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს
(ფორმა N3), სადაც მითითებული იქნება მედიკამენტების გენერიული დასახელება.
2. ფორმა N100 და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინეთ სოციალური მომსახურების სააგენტოში და ერთჯერადად გაიარეთ რეგისტრაცია.
მიმართეთ პროგრამის მიმწოდებელ აფთიაქს, სადაც უკვე მნიშვნელოვნად შეღავათიან ფასად მიიღებთ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რეცეპტი
#პროგრამაში ჩართული აფთიაქია:
1.სააფთიაქო ქსელი „PSP“ ცხელი ხაზი:
2 40-20-20
2. სააფთიაქო ქსელი“ავერსი“-ცხელი ხაზი 2 900-800
3. სააფთიაქო ქსელი
“გეფა“
(`ჯპს“; “ფარმადეპო“)-ცხელი ხაზი ჯპს
2-71-07-07; ფარმადეპო 2-400-004
4. სააფთიაქო ქსელი “სახალხო აფთიაქი“ცხელი ხაზი 2-48-59-59
მედიკამენტების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ
მიმართოთ ქსელების ცხელ ხაზს, ასევე სამინისტროს ცხელ ხაზს- 15 05
#ჩაერთე პროგრამაში – დახარჯე ნაკლები მედიკამენტებზე