ცხელი ხაზი : 599801744

მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად, საგარეჯოს მერიაში სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

23 სექტემბერი, 2019

მთავრობის ინიციატივით, მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სოფლებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო.
შეხვედრისას, დიალოგის ფორმატში, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ პრობლემად სასმელი წყლის საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მისი მოგვარებისკენ იქნება მიმართული.
შეხვედრების ციკლი სოფლის მოსახლეობის საჭიროებების პირადად გაცნობას ემსახურება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

გააზიარე