ცხელი ხაზი : 599801744

ბადიაურის სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა

5 ნოემბერი, 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ყანდაურის, ვერხვიანის, ბადიაურისა და მზისგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს სახელწოდებით- "ერთი დღე ჩემს სოფელში" , რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ ქ-ნი მზია ხორბალაძე. 
ახალგაზრდულ საღამოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე-ალექსი გილაშვილი და საკრებულოს თავჯდომარე-ოთარ ჩალათაშვილი ესწრებოდნენ.
ალექსი გილაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, წარმატებული-საზეიმო გამოსვლა მიულოცა და ახალგაზრდული პროექტებისა და წამოწყებების მიმართ მუდმივი მზაობა და თანადგომა გამოხატა. 

გააზიარე