ცხელი ხაზი : 599801744

ბადიაურის სასოფლო კლუბმა წინასაახალწლო ღონისძიება გამართა

30 დეკემბერი, 2019

საგრეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის სასოფლო კლუბმა წინასაახალწლო ღონისძიება გამართა.
საახალწლო კაფე-საღამოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბავშვებმა რამდენიმე მხატვრული ნომერი შეასრულეს, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, ღონისძიების ბოლოს, კულტურის ობიექტების გაერთიანების ადმინისტრაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ერბოწონაშვილის სახელით, მადლობა კლუბის ხელმძღვანელს და ორგანიზატორს- ქალბატონ მზია ხორბალაძეს- დაუღალავი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა-მერის წარმომადგენელს სოფელ ბადიაურში - კახაბერ ჩალათაშვილს მაღალი პასუხისმგებლობისთვის, მხარდაჭერისთვის და ახალგაზრდების გვერდში დგომისთვის.
მადლობა თითოეულ მონაწილეს- ბავშვებს, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი აქტიურობით, შრომითა და ინიციატივებით...
ადგილობრივი თვითმმართველობა მზად იქნება ყოველთვის, რომ მსგავს წამოწყებებსა და აქტივობებში ახალგაზრდების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატოს!
#საგარეჯოსმერიამომავლისსამსახურში

გააზიარე