ცხელი ხაზი : 599801744

სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით, უფასო ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა

20 იანვარი, 2020

19 იანვარს დასრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული სამედიცინო აქცია - მოსახლეობის უფასო-ლაბორატორიული კვლევა, სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივითა უკვე მეორედ განხორციელდა.
ამჯერად, სამიზნე ჯგუფს სოციალურად დაუცველი ორსულები და 7-იდან 18 წლამდე ასაკის პირები წარმოადგენდნენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 -ამდე განისაზღვრა.
აღნიშნული უფასო აქცია გაზაფხულზე კვლავ იგეგმება გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წინასწარ განთავსდება!
#მერიახალხისჯანმრთელობისსადარაჯოზე

გააზიარე