საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ალექსი გილაშვილმა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა - ბექა ფეიქრიშვილმა ქალაქ საგარეჯოში, სოფელ პატარძეულსა და პატარა ჩაილურში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს, შესრულების ხარისხსა და ვადებზე, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს რეკომენდაციები გააცნეს და დაკისრებული ვალდებულებების სწორად შესრულებისკენ მოუწოდეს.
ამ ეტაპზე, სპეცტექნიკის საშუალებით, მიწის ვაკისის მომზადება შემდეგ მონაკვეთებზე მიმდინარეობს:
✅ სოფელ პატარძეულში - მონასტერთან მისასვლელი და ე. წ „ონაანთ უბნის“ გზა;
✅ სოფელი პატარა ჩაილური- ცენტრალური გზა;
✅ ქალაქ საგარეჯო-განთიადის, გორის, თამარ მეფის, ქუჩიშვილისა და ტაბიძის ქუჩები;
აღნიშნული პროექტების ჩამონათვალში, მალე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები და ლოკაციებიც გაერთიანდება.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესებს და დეტალებს, მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში, ადგილზე გაეცნობიან.
#ინფრასტრუქტურა2020
#საგარეჯოსმერია
#ჩვენვასრულებთდანაპირებს!