ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მერის ერთი დღე სოფლად

25 თებერვალი, 2020

  

#ერთიდღესოფლად
ასე ვუწოდეთ რუბრიკას, რომელსაც დღეიდან, ჩვენს ფეისბუქმომხმარებელს პერიოდულად გავაცნობთ...
სოფელი - თავისი ისტორიებითა და ამბებით...
#დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მრჩეველ - თამაზ ახვლედიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ თულარში, ფათმა ისმეილ კიზის ოჯახს ესტუმრა და ოჯახის ყველაზე უხუცეს წევრს 101 წლის იუბილე მიულოცა. ქ-ნ ფათმასთვის, მუნიციპალიტეტის მერის სტუმრობა მოულოდნელი და ამაღელვებელი აღმოჩნდა.
საუბრისას, იუბილარმა აღნიშნა, რომ -საუკუნის მანძილზე ასეთი დაბადების დღე არ ახსოვს და ეს თარიღი მისთვის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება.
გიორგი ერბოწონაშვილი, იორმუღალნოს ქალთა ოთახსაც ესტუმრა და ადრეული ქორწინების თემაზე მოსწავლეებთან ერთად სემინარს დაესწრო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი საჭიროებები და მოსაზრებები გაუზიარეს.
მოულოდნელი აღმოჩნდა, ასევე ლამბალოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ბატონი მერის გამოჩენა, რასაც დიდი ემოცია და კეთილგანწყობა ახლდა.
გიორგი ერბოწონაშვილმა სოფელ კაზლარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახიც მოინახულა, ვითარებას ადგილზე გაეცნო და დაზარალებულებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ზემოხსენებულ სოფლებში, 2020 წლისთვის განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ ბატონი მერი ადგილობრივებს გაესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო...
მადლობას ვუხდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და იორმუღალნოს ქალთა ოთახის მენეჯერებს-ქ-ნ თამარ ურდულაშვილსა და მაკა ეპიტაშვილს, მერის წარმომადგენელს სოფელ ლამბალოში- ალახიარ აბდულაევს გაწეული თანამშრომლობისთვის!
მომავალ შეხვედრამდე...
#საგარეჯოსმერიხალხისსამსახურში
#ერთიდღესოფლად
#სიკეთე2020

გააზიარე