საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განახლებული #ინფრასტრუქტურული ობიექტები
#ჩვენვაგრძელებთაღმშენებლობას
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახლებული ინფრასტრუქტურული ობიექტები ადგილზე მოინახულა და მუშაოების პროცესებს პირადად გაეცნო.
ამ ეტაპზე, გიორგი ბრწყინვალესა დ ზაზა ქურხულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე განახლებულია და ასფალტო - ბეტონის საფარისთვის ე.წ ვაკისის მოზადება მიმდინარეობს.
განახლებულია სოფელ #პატარძეულისა და #უჯარმის საბავშვო ბაღების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ #გომბორში აქტიურად დაიწყო საჭიდაო დარბაზის სრული რეაბილიტაცია, რომელიც მოსახლეობის მრავალწლიან პრობლემას წარმოადგენდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრისას, მოახლეობის მიერ დასახელებული საჭიროება ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტად განისაზღვრა და დაპირების შერულებამაც არ დააყოვნა.
შეგახენებთ, რომ სოფელ #გომბორში და ქალაქ #საგარეჯოში, გადაუდებელი დახმარების სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და მალე, სასწრაფო დახმარების პერსონალი, განახლებული შენობიდან განაგრძობს მუშაობასა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად განახლდება და მიმდინარეობის პროცესის შესახებ ინფორმაციას ჩვენი გვერდის საშუალებით გაგაცნობთ.
#ინფრასტრუქტურა2020
#ჩვენვმუშაობთთქვენთვის
#გაგრძელებაიქნება