ცხელი ხაზი : 599801744

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული საგარეჯოში

1 ივლისი, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ აქტივობებს შეუერთდა და ახალგაზრდებთან ერთად შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები განახორციელა. საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პეტრე-პავლეს ტაძრის მიმართულებით ველოტური გამართეს და თანამოქალაქეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდეს.

საგარეჯოს ბიბლიოთკების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქ-მა ლია გოდერძიშვილმა და ბავშვთა და მოზარდთა სამკითხველო დარბაზის ბიბლიოთეკარმა ვერიკო კერატიშვილმა თავიანთ მკითხველებთან შემეცნებითი სემინარი მოაწყეს და თემატური ლიტერატურა გააცნეს.. წარჩინებულმა მოსწავლეებმა: ლანა ქურდოვანიძემ და კახაბერ მათიაშვილმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს თემაზე: "როგორ შევქმნათ ენერგოეფექტური გარემო საგარეჯოში", რომლის შესახებაც მოსაზრებები მეგობრებს გაუზიარეს და მუნიციპალიტეტის სამომავლო პერსპექტივებზე ონლაინ დისკუსია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ მდგარდი ენერგეტიკის კვირეული ყოველი წლის ივნისის თვეში იმართება და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია შეთანხმებისამებრ, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, აქტიურად იღებს მონაწილეობას.

გააზიარე