კიდევ ერთი კარგი ამბავი სიკეთის ისტორიების ციკლიდან
ერთი კარგი ამბავი სიკეთის ისტორიების ციკლიდან -
საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი-მაია ალექსიშვილი ადგილობრივი ხელისუფლბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ხაშმში, ე.წ აჭარლების დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მამუჩიშვილების მრავალსულიან ოჯახს ესტუმრნენ, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი, საკვები და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს.
- მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მუდმივი თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის, მყისიერი დახმარებისა და სოციალური თანადგომისთვის. აღნიშნა ბატონმა გიორგი ერბოწონაშვილმა დაზარალებულებთან შეხვედრისას.