ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მერიაში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამები განიხილეს

11 სექტემბერი, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი და მერის მოადგილე ალექსი გილაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს (GIZ) შეხვედნენ და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ ტექნიკური დეტალები განიხილეს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა.

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაუმჯობესდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.

საგარეჯოს მაცხოვრებლებს შეუძლიათ დასაფინანსებლად წარმოადგინონ თავიანთი საპროექტო წინადადებები. საპროექტო წინადადება, რომელიც მოიპოვებს მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას, დაფინანსდება საგარეჯოს 2021 წლის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია https://forms.gle/AyYet3yuAFJi9xQG9 ლინკის მეშვეობით. წინადადებების მიღება დაიწყო დღეიდან და 2020 წლის 30 სექტემბერს დასრულდება.”

გააზიარე