ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მერი შშმ პირების დღის ცენტრს ესტუმრა

19 ოქტომბერი, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი საგარეჯოს შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა. ცენტრის ბენეფიციარები ბატონ მერს ლექსებითა და სიმღერებით შეეგებნენ, თავიაანთი ნამუშევრები გააცნეს და შემოდგომის ჭირნახულის პრეზენტაციაც მოაწყვეს.

ცენტრის ხელმძღვანელებმა ბატონ გიორგის მადლობა გადაუხადეს მუდმივი თანადგომისთვის და მათი ღვაწლის დაფასებისთვის. მათ არაერთხელ აღნიშნეს-რომ არა ბატონი გიორგი ერბოწონაშვილის მხარდაჭერა, ცენტრი ვერ შეძლებდა სრულფასოვნად ფუნქციონირებას. დამშვიდობებისას საგარეჯოს მერმა ცენტრის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა, მშობლებს-კი მუდმივი თანადგომა აღუთქვა. ბედნიერი და მხირული ღონისძიება, სოფელ გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა-გიორგის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

უჩვეულოდ მზიან შემოდგომის ოქროსფერ დღეს ამ ბავშვების გაბრწყინებული თვალების სიკაშკაშე კიდევ უფრო ალამაზებდა.

დიახ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!

გააზიარე