ცხელი ხაზი : 599801744

პროგრამა „განახლებული რეგიონები“

29 ოქტომბერი, 2021

პროგრამა „განახლებული რეგიონები“- ს ფარგლებში,  ქ. საგარეჯოში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკები და ლითონის კონსტუქციის ჯებირები მოეწყო. შენობების ფასადების რეაბილიტაცია -კი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, პროექტი 4 წლიანია და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები ხორციელდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

გააზიარე