უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში დოებითი გადაყვანა ხორციელდება
მიუსაფარ ცხოველთა კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიერ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საერთაშორიო სტანდრტების შესაბამისად ( ჰუმანური მეთოდებით), უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში დოებითი გადაყვანა ხორციელდება, სადაც შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მოხდება მათი ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, იდენტიფიცირების მიზნით, ყურის კლიპსის მეშვეობოთ მარკირება, სტერილიზაცია- კასტრაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ძაღლების ტრანსპორტირება-გამოკვლევა-აღრიცხვა და რეგისტრირებული და უსაფრთხო ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. მოგახსენებთ, რომ პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.