ცხელი ხაზი : 599801744

ქალაქ საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი არეალის მოწყობის სამუშაოები იწყება

17 იანვარი, 2022

ქალაქ საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი არეალის მოწყობის სამუშაოები იწყება

ქალაქ საგარეჯოში, თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე (ლიბერთი ბანკის მოპირდაპირედ, ყოფილი დოსააფის შენობის ტერიტორია), მრავალფუნქციური სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი შედგა

 პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტში წარმოადგენილია:

სკვერთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა;

 შშმ პირთათვის ადაპტირებულ პანდუსი;

საბავშვო-გასართობი მოედნის და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა;

სკვერში საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილებით;

ბილიკებს შორის მოეწყობა გამწვანება;

სასმელი წყლის ფანტანის, და დასასვენებელი ჯიბეების მოწყობა სკამებით და სანაგვე ურნებით;

სპორტული საკალათბურთო მოედნის და ქუჩის ტრენაჟორების მოწყობა.

ბილიკების გასწვრივ დეკორატიული განათების, ლამპიონისა და დეკორატიული ღობის მოწყობა.

 სკვერში მოეწყობა ახალი მონოლითური კედლები, ფანჩატური და საპირფარეშო

გააზიარე