ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დაგეგმილი საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში საჯარო განხილვა გაიმართა

7 თებერვალი, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დაგეგმილი საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, განსახლების სამოქმედო გეგმისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

საგარეჯოს აღმოსავლეთიდან (თოხლიაურის გადაკვეთა) ბადიაურის მონაკვეთამდე გზის სიგრძე 17.04 კილომეტრია

აღნიშნული მონაკვეთი, თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის შემადგენელი ნაწილია (სამშენებლო ლოტი 3)

საჯარო განხილვის მთავარი მიზანია, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებს საშუალება მიეცეთ გაეცნონ პროექტს და ინფორმირებულნი იყვნენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: პროექტის ფარგლებში, მათ მიერ მიწის, უძრავი ქონების და/ან შემოსავლის წყაროს შესყიდვისა და კომპენსირების საკითხები, საჩივრების განხილვისა და დაკმაყოფილების მექანიზმი, პროექტის ზემოქმედების მონიტორინგი და შემარბილებელი ღონისძიებები, დაინტერესებულ პირთა ჩართულობა და ინფორმირებულობა, ინფორმაციის მიღების და მიწოდების გზები და სხვა.

შეხვედრას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-ავთანდილ გულიკაშვილი დაესწრო და პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მოსაზრებები პირადად მოისმინა.

მოგახსენებთ, რომ თბილის ბაკურციხის საავტომობილო გზა წარმოადგენს ალტერნატიულ სატრანზიტო მაგისტრალს, რომელიც აკავშირებს თბილისსა და კახეთს. პროექტის დასრულების შემდგომ გაიზრდება უსაფრთხოება, სატრანსპორტო ნაკადი, , რაც თავისთავად  ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას.

გააზიარე