21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ გულიკაშვილი მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად ცნობადობის ამაღლების კამპანიას წელსაც, ტრადიციულად შეუერთდა.
აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ქმედითი ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება.
- ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ მათი თვითრეალიზაციის პირობების შესაქმნელად- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.