ცხელი ხაზი : 599801744

სოფელ იორმუღანლოში სამედიცინო აქცია გაიმართა

4 May, 2022

დღეს,  სოფელ იორმუღანლოს კლინიკა "ჯეოჰოსპიტალსში" 10:30 საათიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერითა და ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლი“-ს ორგანიზებით, კლინიკა "ვივამედის" წამყვანი ექიმების მონაწილეობით სადიაგნოსტიკო და ინსტრუმენტულ კვლევებზე უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. სხვადასხვა პროფილის ექიმთა მობილურმა ჯგუფმა, რომლებსაც შეადგენდნენ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, რევმატოლოგი, ოფთალმოლოგი, მამოლოგი, ქირურგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ექოსკოპისტი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაცია გაუწიეს.
„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა მუნიციპალური და დედაქალაქის ცენტრიდან მოშორებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში. დღევანდელი აქციაც ამ მიზანს ემსახურება. მომართვიანობა მაღალია და მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა და გამოვლენა, რაც თავისთავად აისახება მკურნალობის შედეგზე. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლი“-ს პეზიდენტს, ორგანიზატორებსა და თითოეულ ექიმს, რომ მოგვეცა საშუალება მოქალაქეების ინსტრუმენტალური და სადიაგნოსტიკო უფასო კვლევებისთვის. მსგავს აქციებს სხვა სოფლებშიც გავაგრძელებთ “-განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა

გააზიარე