ქალაქ საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოასფალტების სამუშაოები მოინახულა, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნო.
ქალაქ საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე #19, #21, #23 და #25 კორპუსების მოასფალტების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენ- დი როუდი“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 444 434 ლარია და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.