მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ამჯერად, ქ. საგარეჯოში მე-11, მე-13 და მე-14 ქუჩების მოასფალტებისთვის ნიადაგის მოსამზადებელი, სანიაღვრე სისტემის და კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად მოინახულა, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და არსებულ საჭიროებებზე გაესაუბრა.