მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ათანდილ გულიკაშვილის ინიციატივით, კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ კაკაბეთსა და მზისგულში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 2022-23 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ახალ და თანამედროვე გარემოში გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა.
„ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს შესაბამის გარემოში, დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა და ოთახები აღიჭურვოს საჭირო ინვენტარით.
ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს“ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა