ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მერი სოფელ უდაბნოში მიმდინარე წლის 28 მარტის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა

15 აგვისტო, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან - ემზარი კუჭუაშვილთან ერთად, სოფელ უდაბნოში მიმდინარე წლის 28 მარტის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა და სახლის სახურავის გადასახური მასალის მიღებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. შეგახსენებთ, რომ 28 მარტის სტიქიის შედეგად ზარალის დამთვლელი კომისიის აღრიცხვის საფუძველზე შექმნილი მონაცემთა ბაზის მიხედვით მასალები თითოეულ ბენეფიციარზე გადანაწილდა. მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მასალის მიწოდებისა და გადახურვის სამუშაოებს მერია უზრუნველყოფს. დარჩენილ ნაწილს - კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია საჭირო მასალით დაეხმარა.

გააზიარე