ქალაქ საგარეჯოში ნ. ცხვედაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ საგარეჯოში ნ. ცხვედაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის წინასაარჩევნო დანაპირები ეტაპობრივად სისრულეში მოდის და ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება.
ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ - ბექა ფეიქრიშვილთან ერთად, ნ. ცხვედაძის ქუჩაზე მოასფალტების წინა - ნიადაგის საფუძვლის მომზადებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნო.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, განხორციელდება გზის საფართან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულებაც 813 800 ლარს შეადგენს.
პროექტი აქტიურ ფაზაშია და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.