ცხელი ხაზი : 599801744

ქ. საგარეჯოში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

4 ნოემბერი, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემის გადაჭრის მიზნით, ეტაპობრივად სხვადსახვა მონაკვეთზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე მე-13 და მარჯანიშვილის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

პროექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ამისა, კვლავ გრძელდება ე. წ. ფანოზიაანთ სასაფლაოს მისასვლელ გზაზე არმირებული ბეტონის საფარის დასხმა.

მუნიციპალიტეტის მერი-ავთანდილ გულიკაშვილი კურატორ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად შესრულების ხარისხსა და ვადებზე.

მიმდინარე წელს, არაერთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი განხორციელდა, რამაც ათეულობით წლის მანძილზე შექმნილი მოსახლეობის პრობლემები გადაჭრა. ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და მაქსიმალური ძალისხმევით, საგარეჯოს საკეთილდღეოდ კიდევ ბევრი პროექტის სისრულეში მოყვანა იგეგმება.

გააზიარე