ცხელი ხაზი : 599801744

სიკეთის ისტორიები გრძელდება...

17 დეკემბერი, 2022

სიკეთის ისტორიები გრძელდება...

დღეს, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მარჩენალდაკარგულ 5 სტუდენტს, რომელთა სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას მუნიციპალიტეტის მერია  უზრუნველყოფს, საჩუქრად  ლეპტოპები და წიგნები გადაეცათ.

სოციალური თანადგომის მსგავსი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში,  მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად გააგრძელებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერას. 

გააზიარე