რევაზ ინანიშვილის სახლ- მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ცნობილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის სახლმუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, ოჯახის წევრები და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, სახლმუზეუმის აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა.
შენობა რესტავრირებული ინვენტარით აღიჭურვა.
ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა. დღეიდან, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ მწერლის შემოქმედებას და მისი პირადი ნივთები მოინახულონ.