ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

11 თებერვალი, 2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან - ემზარი კუჭუაშვილთან  ერთად - დუზაგრამა, თულარი, ლამბალო და იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს და არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის 668 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:

გარე განათება, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სკვერების მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, საბავშვო ბაღების ეზოების მოპირკეთება.

 

„ დავასრულეთ  სოფლის მხარდაჭერის 2023 პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები. მიხარია, რომ აღნიშნული შეხვედრები კიდევ ერთხელ გვაძლევს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის საშუალებას, მათი პრობლემებისა და საჭიროებების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას. 24 სოფელში ვიმყოფებოდი და პირადად ვესწრებოდი შეკრებებს. ინფრასტრუქტურული საკითხების გარდა სოციალურ პრობლემებსაც შევეხეთ და გარკვეულ შემთხვევებში მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ გაჟღერებული პრობლემების დეტალური აღრიცხვა ვაწარმოეთ, რომელსაც აუცილებლად განვიხილავთ და დავიწყებთ გადაჭრის გზებზე მუშაობას“-განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან - ემზარი კუჭუაშვილთან  ერთად - დუზაგრამა, თულარი, ლამბალო და იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს და არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის 668 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:

გარე განათება, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სკვერების მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, საბავშვო ბაღების ეზოების მოპირკეთება.

 

„ დავასრულეთ  სოფლის მხარდაჭერის 2023 პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები. მიხარია, რომ აღნიშნული შეხვედრები კიდევ ერთხელ გვაძლევს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის საშუალებას, მათი პრობლემებისა და საჭიროებების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას. 24 სოფელში ვიმყოფებოდი და პირადად ვესწრებოდი შეკრებებს. ინფრასტრუქტურული საკითხების გარდა სოციალურ პრობლემებსაც შევეხეთ და გარკვეულ შემთხვევებში მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ გაჟღერებული პრობლემების დეტალური აღრიცხვა ვაწარმოეთ, რომელსაც აუცილებლად განვიხილავთ და დავიწყებთ გადაჭრის გზებზე მუშაობას“-განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

გააზიარე