საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 2022 წლის საქართველოს ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერით, ქართული ფოლკლორის, როგორც ეროვნული იდენტობის საცავის და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 2022 წლის საქართველოს ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატებთან: შალვა ოკინაშვილთან (ავტორ- მთქმელი) და ქალბატონ ლეილა არჩემაშვილთან (ზეპირსიტყვიერების შემკრები) საზეიმო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ხალხური შემოქმედების კუთხით თვალსაწიერის გახსნა და ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შენარჩუნება-გაცნობა იყო.
ღონისძიებას ბიბლიოთეკის მეგობართა საბჭოს ხემძღვანელი ლია ქურხული უძღვებოდა. ბიბლიოთეკის დარბაზში მხატვარ - თამარ იორამაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ასევე, ემიგრანტი ქალბატონის თეა ქურხულის მიერ წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები.
ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატები მსმენელების წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ. მუნიციპალიტეტის მერმა- ავთანდილ გულიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ - ალექსი გილაშვილმა პოეტებს სიტყვით მიმართეს და მადლობა გადაუხადეს მიღწეული წარმატებისა და ღირსეული ჯილდოსთვის. როგორც საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორმა- ბესიკ ღვინაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატებს ,,ქართული კულტურის ამაგდარის წოდება“ მიენიჭათ. სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. ღონისძიება საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.