მადლობა სამსახურისთვის!
მადლობა სამსახურისთვის!
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკ - მამუკა სეფიაშვილთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, ალექსსანდრე ბულკაშვილთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის საგარეჯოს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ეწვია, შოვის ტრაგედიის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მაშველებს შეხვდა, მადლობა პირადად გადაუხადა , გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის, სპეციალური ჯილდო და მადლობის სიგელი გადასცა.
საგარეჯოს სამაშველო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ივანე ქვრივიშვილი, გათვლის უფროსი, ლაშა სტეფანიშვილი, მეხანძრე - მაშველი, ავთანდილ პასიკაშვილი - მეხანძრე-მაშველი, ვანო ყველიაშვილი - მეხანძრე-მაშველი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ოთხივე მაშველმა სამაშველო მისია 7 დღის განმავლობაში შეასრულა.