ცხელი ხაზი : 599801744

ავთანდილ გულიკაშვილმა მუნიციპალიტეტის ბაღების მენეჯერებთან შეხვედრა გამართა

8 სექტემბერი, 2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, კურატორ მოადგილესთან- გიორგი ლალიაშვილთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბაღების მენეჯერებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგა და ძირითადი დრო ინფრასტრუქტურულ და ბავშვთა კვების საკითხებს დაეთმო.

" ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს კომფორტულ და შესაბამის გარემოში, ამისათვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების ეტაპობრივი რეაბილიტაცია, ეზოს ინვენტარით აღჭურვა და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველ წელს ყველა ბაღისთვის განსაზღვრულია ახალი - თემატური სათამაშოების კოლექციები შემატება, ბავშვის გონებრივი განვითარებისა და შემეცნებითი აქტივობებისთვის აუცილებელია სათამაშოების მუდმივი განახლება, ეს პროცესი დაწყებულია და ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მე ყოველთვის მზად ვარ შესაძლებლობის ფარგლებში ნებისმიერი საჭიროებისა და პრობლემის გადაჭრისთვის.

აუცილებელია ბავშვებს შევუქმნათ ისეთი სასწავლო-სააღმზრდელო სივრცე, სადაც იქნება ჯანსაღი და სასკოლო მზაობისთვის საჭირო უნარების განსავითარებელი გარემო. " - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

გააზიარე