ცხელი ხაზი : 599801744

20 სექტემბერი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული დღეა

21 სექტემბერი, 2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დასუფთავების თანამშრომლებს პროფესიული დღე მივულოცეთ. მინდა, ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის აკეთებენ, რომ ქუჩები ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და სუფთა. ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევაა ჩადებული. დიდი მადლობა მათ პასუხისმგებლობისა და მუნიციპალიტეტის სიყვარულისთვის“- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა

გააზიარე