ცხელი ხაზი : 599801744

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

24 იანვარი, 2024

გაცნობებთ, რომ საქართველოს ტყის კოდექსის 26-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს N 427 დადგენილების ,,ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის’’ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ცივ-გომბორის აღკვეთილის ტყის ინვენტარიზაციის შედეგად შემუშავებული ტყის მართვის გეგმის განსახილველად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ცივ-გომბორის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდება 2024 წლის 7 თებერვალს 12:00 საათზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: საგარეჯო, შოთა რუსთაველის ქუჩა N240). შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისათვის ტყის მართვის გეგმის გაცნობა და მასზე უკუკავშირის მიღებაა. საჯარო განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია თქვენი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების დასწრება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ტყის მართვის გეგმის შესახებ. გთხოვთ უზრუნველყოთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ინფორმირება საჯარო განხილვის შესახებ. ასევე, ინფორმაციისთვის გიგზავნით ბმულს, სადაც განთავსებულია სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განხორციელებული ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) მასალების საფუძველზე შემუშავებული ტყის მართვის გეგმების პროექტი, ბმული: https://drive.google.com 22 იანვარი 2024 N 323/01 დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს შალვა ნოზაძეს (ტელ: 551 000 017 ელ-ფოსტა: S.nozadze@mepa.gov.ge).

პატივისცემით, ნინო თანდილაშვილი

მინისტრის პირველი მოადგილე

გააზიარე