თბილისში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელოვანი მამულიშვილის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელოვანი მამულიშვილის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა
ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი - ქართველი რევოლუციონერი, რუსეთისა და საქართველოს რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ანარქისტი 1846 წლის 18 აგვისტოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დაიბადა. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ისნის რაიონში, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარეთან, ალექსი გილაშვილთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ - ლელა ფანოზიშვილთან და სოფელ თოხლიაურის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაესწრო. „ მეამაყება მე, როგორც ვარლამ ჩერქეზიშვილის თანამემამულეს, მისი ღვაწლის დაფასება და აღიარება. ჩვენ გვესსწრებიან თოხლიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აუცილებლად გაეცნობიან ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებით მემკვიდრეობას. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, ამავე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისისის თითოეულ წევრს. ისნის ფრაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ კახაბერ ლაბუჩიძეს და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს, რომელთა აქტიური მხარდაჭერიტაც შესაძლებელი გახდა ამ შესანიშნავი ინიციატივის ხორცშესხმა. აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.