ცხელი ხაზი : 599801744

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამატებითი განცხადება

16 ოქტომბერი, 2024

2024 წლის 4 ოქტომბერს შპს „მაქრო ქონსთრაქშენმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 33,3494 ჰა ფართობზე სასარგებლო წიაღისეულის (4835000 მ³ ქვიშა-ხრეშის) ღია კარიერული წესით მოპოვების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამატებითი განცხადება. გზშ-ის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დაგეგმილი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/e04669ab-f1a1-4533-b9ee-8d26be70a89c. გზშ-ის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

იხილეთ დანართები:

გააზიარე