ცხელი ხაზი : 599801744

კულტურული ობიექტები, მუზეუმები და ღირსშესანიშნავი ისტორიული ადგილები

საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ძირითადი ინფორმაცია

  • მუზეუმის მისამართი: 3800, საგარეჯო, ცხვედაძის . 66
  • ტელეფონი: (+995 0351) 4 36 74
  • მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
  • მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
  • ექსპონატების რაოდენობა: 7050
  • მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 11 სთ-დან 17 სთ-მდე
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი:  უფასო

           მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა გვიანი ბრინჯაოდან მოყოლებული შუასაუკუნეების ჩათვლით, ადგილობრივი ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ტიპის მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

 

 

გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი

ძირითადი ინფორმაცია

  • მუზეუმის მისამართი: საგარეჯოს -ნი, სოფ. პატარძეული
  • ტელეფონი: (+995 599) 61 10 12
  • მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1968 წელი
  • მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
  • ექსპონატების რაოდენობა: 1337
  • მუზეუმის მუშაობის განრიგი: 10 სთ-დან 17 სთ-მდე
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისთვის: 1 , ბავშვებისთვის: 1 .
  • უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები

 

სახლ-მუზეუმის მოკლე აღწერა : გოგლას საწოლი ტახტი, დიდი საოჯახო ტახტი, რომელზეც დაიბადა გოგლა, პოეტის საგვარეულო ავეჯი, მისი კოსტიუმი, პირადი ნივთები, ასევე ლადო გუდიაშვილის მიერ დახატული გოგლას ორი პორტრეტი.

ქეთევან დოხტურაშვილის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: სოფ. პატარძეული, საგარეჯო
  • ტელეფონი: (+995 599) 23 73 8, 598 67 22 29
  • ელ-ფოსტა: patardzeulis.liceumi@gmail.com
  • მუზეუმის დაფუძნების თარიღი:  2007 წელი
  • მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
  • მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიულიმუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09 სთ-დან 16 სთ-მდე
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი დაცულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ნუმიზმატიკა, ბონისტიკა, ფოტო და კვლევითი მასალები.

 

დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი

  • მისამართი: საგარეჯო, სოფ. უდაბნო
  • ტელეფონი: (+995 593) 14 70 17
  • მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1976 წელი
  • მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სახელმწიფო (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
  • მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
  • მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
  • ექსპონატთა რაოდენობა: 30 000

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: დღეისათვის ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს შუა საუკუნეების ცამეტ არქიტექტურულ ძეგლს (გარეჯის ტერიტორიაზე კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მე-6 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო). ნაკრძალის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანების სადგომის ნაშთები, ძვლისა და ქვის იარაღები, ადრე და გვიანი ბრინჯაოს, აგრეთვე რკინის ხანის ნამოსახლარის კომპლექსები.

 

 

უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: უჯარმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
  • ტელეფონი: (+995 599) 85 11 86
  • ელ-ფოსტა: ujarma@ujarma.ge
  • ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
  • მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 2015 წელი
  • იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
  • მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

 

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს: V-VI სს. მიჯნაზე ერთიანი გეგმარებით აგებულ ციხე-ქალაქს - მოზღუდული გალავნით, საბრძოლო კოშკებით, ციტადელითა და ქვედა ციხით, სასახლით, წყალსაცავით, ეკლესიით, X-XIII  სს. საუკუნეთა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით. 9 ჰექტარზე განლაგებული უჯარმის ციხე-სიმაგრე შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს.

 

  • სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
  • მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

 

 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

          

        კულტურული  ღირსშესანიშნაობებიდან  მნიშვნელოვანია აღინიშნოს დავით  გარეჯის სამონასტრო კომპლექსი,  რომელიც  დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ .  ის  იყო ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი  მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში ისტორიულ კუთხეში, გარეჯის კლდოვან მთებში და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს, მათგან 3 სადავო (აზერბაიჯანის საზღვარზე) მონაკვეთზეა. თავდაპირველად მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და იქვე ჩამოაყალიბა თავისი პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს „დავითის ლავრა“ ეწოდება. შემდეგ კი შექმნა „დიდი უდაბნო.“ დავითგარეჯაში მრავალი ასეული გამოქვაბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზოა. ბევრი მათგანის კედლებმა შემოგვინახა მნიშვნელოვანი ძველი ფრესკები, ისტორიული პირების – მათ შორის თამარ მეფისა და ლაშას პორტრეტებით.  

ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი
            ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფ. ნინოწმინდაში, თბილისიდან 50 კილომეტრის მანძილზე.   ის VI საუკუნით თარიღდება და ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს წარმოადგენს.  მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებს გარშემორტყმული აქვს ქვის ფართო გალავანი. ნინოწმინდის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე შესაძლებელია განვითარდეს  როგორც  რელიგიური ტურიზმი ასევე კულტურული ტურიზმი, ნინოწმინდის მონასტერს შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებაში უდიდესი როლი აქვს, შესაბამისად შესაძლებელია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში, მაგალითად   ქართული ტრადიციული  რიყის ქვებითა და ქართული აგურით ფასადების მოპირკეთება, ამავე ტერიტორიაზე შესაძლებელია  განთავსდეს  კვების ობიექტი, ეს ყოველივე  ხელს შეუწყობს ნინოწმინდის დედა მონასტრის ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

ხაშმის სამება (კაწარეთი)

          ხაშმის სამება  მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას და მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, თბილისიდან 45 კილომეტრში. სოფლის გარშემო სხვადა სხვა ეპოქის 6 ტაძარია, მათგან ყველაზე უძველესი და გამორჩეული კაწარეთის სამებაა. ივრის პირას კი დგას ყარაბულახელი ჩოლოყაშვილების გალავანშემორტყმული სასახლე და კარის ეკლესიაგადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვახტანგ გორგასლის მიერ. წარმოადგენს უძველესს საეპისკოპოსოს ცენტრს, რომელიც ასევე კაწარეთის სახელითაა ცნობილი. ტაძარი მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. სამებაში შემონახულია უნიკალური ფრესკები. ახლა ტაძრის ტერიტორიაზე მამათა მონასტერია, სადაც მამაოებს ვენახი აქვთ გაშენებული, რომელსაც თავად უვლიან. ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ხაშმის სამება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკულტო ძეგლია.

მანავის ციხე

            საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია მანავის ციხეციხის ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი XVI-XVII . . ციხეს სახელწოდება სოფლიდან გამომდინარე მიუღია. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ქვედა ციხე ეკვრის. ციხეს აქვს შიდა გალავანი, შესასვლელი ჩრდილოეთიდან მდებარეობდა. აქვს ოთხი კოშკი, ციხიდან კარგად ჩანს გარემო. ამჟამად ციხის ტერიტორიაზე დგას სამი ეკლესია: ღვთისმშობლის დიდი, პატარა ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესიაციხე - სიმაგრის ახლობლად მდებარეობს, მანავის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების  ერთ-ერთ იშვიათ  კუპელჰალეს სტილს განეკუთვნება

უჯარმის ციხე

            უჯარმის ციხე- უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნამის გამშვენება-განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი ვახტანგ გორგასალი და დაჩი. მათ დროს აიგო ციტადელი მძლავრი კოშკებითა და მტკიცე კედლებით, სასახლეებით და ეკლესიებითვახტანგმა V- საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. IV-VIII საუკუნეებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში.

         2018 -დან   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა  და ფინანსური მხარდაჭერით უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გალავნის შიდა და მიმდებარე სივრცეებზე გრუნტის მოხსნის პროცესი მუდმივი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება. ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის  მოაჯირები და გადასახედები  დამონტაჟდება. ციხე-ქალაქის სარესტავრაციო  პროექტი სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა რაოდენობას.

                                                                      ჩაილურის ციხე

      ჩაილურის ციხე მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, კახეთის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ხალხი ნიახურას ციხეს უწოდებს. ეს ციხე იყო ერთ-ერთი სამხედრო თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენებულია შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში. იგი კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას.

 

 

გააზიარე