ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა.

1 მარტი, 2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში N2 საბავშვო ბაღი (მენეჯერი: მაია მირზაშვილი) გაიხსნა. ახლადგახსნილი ბაღი საგარეჯოს მუნციპალიტეტის გამგებლმა გიორგი გზირიშვილმა და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჯაბადარმა, ა.ა.ი.პ საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორმა ელზა გილაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. „დღევანდელი მთავრობა აქტიურად ახორციელებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მშებელობას და რეაბილიტაციას. ეს ბაღი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და არის ახალი სათამაშოები, ასევე ყველანაირი პირობა, რაც ბავშვების ღირსეულად აღზრდისთვის არის საჭირო.“ - განაცხადა გიორგი გზირიშვილმა. აღნიშნული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 000 ლარი იყო გამოყოფილი.

გააზიარე