10 წელი აგვისტოს ომიდან..

8 აგვისტო, 2018

 

დღეს 10 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ამ დღესთნ დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსი გილაშვილმა და პაატა ასრათაშვილმა,საქართველოს პარლამენტის წევრმა,საგარეჯოს მაჟორიტარმა-დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების რევაზ მამისაშვილის საფლავი სოფ. მარიამჯვარში და გიორგი კირაკოზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი სოფ. ჩაილურში ყვავილებით შეამკეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს ტრადიციული ფულადი დახმარება გადასცეს.გიორგი კირაკოზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან სოფ. ჩაილურის სკოლის მოსწავლეებმა ომში დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ ლექსები წაიკითხეს.

 

 

გააზიარე