2021 წლის მოწვევის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა

10 დეკემბერი, 2021

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, საგარეჯოს კულტურის სახლის ახალგაზრდულ დარბაზში, 2021 წლის მოწვევის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების შესაბამისად, საგარეჯოს #11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ მღებრიშვილმა გახსნა.

დღის წესრიგის მიხედვით, სიტყვა საკრებულოს უხუცეს წევრს-ქალბატონ ელენე სამხთუაშვილს გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს თავჯდომარის არჩევამდე, პირველ სხდომას გაუძღვა.

საკრებულოს დროებითმა სამანდატო კომისიამ, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და 39 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

დეპუტატებმა პირველივე სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავჯდომარედ ალექსი გილაშვილი აირჩიეს.

დღესვე, თავჯდომარის პირველ მოადგილედ ქალბატონი ლელა მარიდაშვილი, ხოლო მოადგილეებად ვეფხია ჩერქეზიშვილი და ალექსი იოსელიანი აირჩიეს.

ახლადარჩეულ საკრებულოს თავჯდომარეს, მოადგილეებსა და დეპუტატებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-ავთანდილ გულიკაშვილმა სიტყვით მიმართა, მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

დეპუტატებმა საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება ცნობად მიიღეს და საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა.

სხდომის დასრულებისას, საკრებულოს ახლადარჩეულმა თავჯდომარემ-ალექსი გილაშვილმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ერთსულოვანი არჩევანისთვის და მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა აღუთქვა.

 

გააზიარე