ცხელი ხაზი : 599801744

2024-2027 მერიის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა

4 სექტემბერი, 2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 62-ე მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 27
ივლისის №283 ბრძანების მე-4 დანართის მე-4 პუნქტის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის
დაგეგმარების განყოფილების უფროსის მარინე თედიაშვილის 2023 წლის 01 სექტემბრის N05-
522324412 საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. დამტკიცდეს:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა დანართი 1 -
ის შესაბამისად;
ბ) პროგრამული კოდების მიხედვით პროგრამების/ქვეპროგრამების/ღონისძიებების
განმახორციელებელი სამსახურები/ააიპ/შპს დანართი 2 -ის შესაბამისად.
2. დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-
საბიუჯეტო სამსახურის უფროსს მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო
გეგმით გათვალისწინებული პროგრამების /ქვეპროგრამების/ ღონისძიებები მათი მიზნები, აღწერა,
საშუალოვადიანი და საბოლოო შედეგები, შეფასების ინდიკატორები გაითვალისწინოს
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას.
3. ბრძანების გაცნობის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა დაევალოს საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს ადმინისტრაციული და შესყიდვების
სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. ბრძანება ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სიღნაღის
რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქუჩა N15).
ავთანდილი გულიკაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია-მერი

გააზიარე