27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-ავთანდილ გულიკაშვილმა საკრებულოს თავჯდომარესთან, ალექსი გილაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი თაიგულებით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
„თითოეულ ჩვენგანს და მომავალ თაობებს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ამ გმირებმა მოგვიტანეს სამშობლო დღემდე და მათი ღვაწლი და თავგანწირვა მარადიულ ხსოვნად დარჩება, მადლობა და დიდება მათ სულებს“!- აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.