ცხელი ხაზი : 599801744

28 მარტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლის სახურავის გადასახური მასალის მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28 მარტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლის სახურავის გადასახური მასალის მიღება დაიწყო, რომელიც ზარალის დამთველელი კომისიის აღრიცხვის შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზის მიხედვით თითოეულ ბენეფიციარზე გადანაწილდება. მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მასალის მიწოდებისა და გადახურვის სამუშაოებს მერია უზრუნველყოფს. დარჩენილ ნაწილს - კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია საჭირო მასალით დაეხმარება. ხისა და თუნუქის მასალის მიღება-დასაწყობება მიმდინარე კვირის მანძილზე გაგრძელდება.

გააზიარე