31 დეკემბერს ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე, 17 :00 საათზე საახალწლო კონცერტი გაიმართება!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 31 დეკემბერს, 19-00 საათზე, ქ.საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე ღია ცის ქვეშ საახალწლო კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები დავით არჩუაძე და ირინა ბაირამაშვილი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები: „პატარა გარეჯელები“ ( ხელმძღვანელი ბექა ღვინაშვილი). ,,ბერიკაცები" (ხელმძღვანელი ნიკო გიგოშვილი), „გარეჯი“ (ხელმძღვანელი მალხაზ ივანელაშვილი), ბავშვთა ვოკალური ანსამბლი ,,მირელა'' (ხელმძღვანელი მარინა ურდულაშვილი) . ქ. საგარეჯოს ვ. ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებული სტუდია ,,კამერტონი" (ხელმძღვანელი თეა ხატიაშვილი). ღონისძიების წამყვანი პაატა ქვლივიძე. საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.