7 იანვრის ღონისძიება საგარეჯოში
პრემიერ - მინისტრის ინიციატივით თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, სიღნაღისა და ყვარლის შემდეგ, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დასკვნითი საახალწლო ღონისძიება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაიმართა.
ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ღონისძიების მონაწილეებთან და ადგილობრივი ხელისუგლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სტუმრებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-ავთანდილ გულიკაშვილმა უმასპინძლა.
ადგილობრივი მეწარმეების მერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
პატარების საზეიმო განწყობაზე სანტასტან ერთად ზღაპრისა და ანიმაციური ფილმების გმირებმა იზრუნეს.
საშობაო ღონისძიებას ალილოს მსვლელობით წინამძღვართან ერთად წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის მგალობელთა გუნდი შემოუერთდა, ბატონმა ავთანდილ გულიკაშვილმა ალილოს ჯგუფს ტკბილეულით სავსე კალათები გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.
7 იანვარი საგარეჯოს მოსახლეობამ ზღაპრული და დაუვიწყარი წუთებით აღნიშნა.
ნამდვილი ზეიმი, ბედნიერი, ემოციით დატვირთული და ღიმილიანი დღე ვაჩუქეთ პატარებს!