9 მაისი
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალები თაიგულებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგო.
ბატონი გიორგი ერბოწონაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ერთადერთ ვეტერანს 95 წლის ზაქარია ალექსაშვილს პირადად მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.