ადრეულ ქორწინებაზე, სექსუალურ შევიწროებაზე და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალნოს საზოგადოებრივ ცენტრში, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონული პროკურორები-გიორგი კაკულია და გიორგი ნადირაძე, შსს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს პოლიციის უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით ქურდოვანიძე ადრეული ქორწინების, სექსუალური შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ინფორმაციის გავრცელბისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე-ალექსი გილაშვილი, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი-მანანა ცუცქირიძე, იორმუღალნოს ქალთა ოთახის მენეჯერი-მაკა ეპიტაშვილი, ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორები და მერის წარმომადგენლები.
ინფორმაცია დიკუსიის რეჟიმში წარიმართა, გამოიკვეთა თემის ირგვლივ მნიშვნელოვანი პრობლემები და დაისახა გადაჭრის გზებსა და პრევენციებზე სამუშაო გეგმა. მსგავსი შეხვედრა მიმდინარე თვეს გაფართოებული მასშტაბით კვლავ იგეგმება.