ცხელი ხაზი : 599801744

ახალგაზრდული ბანაკი

2 ივლისი, 2019

28 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივითა და სამუშაო გეგმის მიხედვით, სოფელ პატარძეულში, გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმში, თავისუფალი დროის სწორად გამოყენების მიზნით, ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო, რომელშიც ლიდერ-მომხსენებლად ლიტერატურულ კონკურსის „მირანდუხტი“ გამარჯვებულები და პატარძეულისა და ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ახალგაზრდული ბანაკის მიზანი-მუზეუმების პოპულარიზაცია, შემეცნებითი, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების დანერგვაა.
ბანაკის ლიდერებმა-ნინი ბუზარიაშვილმა, ნუცა გაგნიაშვილმა, ეთო ცხვარიაშვილმა ტრენერების როლი მოირგეს და მოსწავლეებს გენდერულ თანასწორობაზე, გარემოს დაცვასა და ბულინგზე ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა მოუწყეს.
წარმატებულ ლიდერ-მომხსენებლებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით საჩუქრად გადაეცათ მსოფლიო ისტორიის სამაგიდო წიგნები.
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური მადლობას უხდის გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას, პედაგოგ-ნანა ნარიმანიშვილს, ბანაკის ლიდერ-მომხსენებლებს-ნინი ბუზარიაშვილს, ნუცა გაგნიაშვილს,ეთო ცხვარიაშვილს და ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის!
მსგავსი აქტივობები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კვლავ იგეგმება.

გააზიარე