ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობას იწყებს
პირველი ლოტის, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა 30 თვეა
აღნიშნული ლოტის სიგრძე შეადგენს 23.8 კმ-ს
თბილისი-საგარეჯოს გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა
მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
გააზიარე