ბრძანება შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის ინსტრუქციის და თანდართული ფორმების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის ინსტრუქციის და თანდართული ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს ე-16-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტის, იმავე კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 62-ე მუხლის, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანების, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 09 მარტის #80 ბრძანების, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ნინო ფირყულაშვილის 2021 წლის 08 სექტემბრის #05-5221251118 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის ინსტრუქცია და თანდართული ფორმები წარმოდგენილი სახით (იხ. დანართი).
2. ბრძანება ცნობისათვის და გასათვალისწინებლად გადაეცეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს და შიდა აუდიტის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია 2021 წლის 01 ოქტომბრიდან.
4. ბრძანება ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში (მის: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. #4).
გიორგი ერბოწონაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი
იხილეთ დანართები: