წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, საგარეჯოს მერიამ დასუფთავების აქცია გამართა
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო,'' ყოველ წელს, კამპანია ,,ლურჯი ნაკადული-ს'' და ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე''-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ჩართულობით, დასუფთავების აქციებს ახორციელებს.
დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინაციით, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სამუშაო ჯგუფებმა შერჩეულ ლოკაციებზე დასუფთავების აქცია გამართეს.
ქალაქ საგარეჯოში, სასმელი წყლის სათავის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ-ალექსი გილაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვის კამპანიის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დასუფთავების აქცია წელიწადში რამდენჯერმე იმართება.